გულშემატკივრები ინტერესით მოელოდნენ მის მე-15 ორთაბრძოლას ამერიკელ ჯონათან გარსიასთან, რომელიც სან ფრანცისკოში (კალიფორნიის შტატი, აშშ) გაიმართა.
პირველ რაუნდში მასპინძელი იყო აქტიური და მისი ერთ-ერთი შეტევის შემდეგ ღვამიჩავა ნოკდაუნშიც აღმოჩნდა. პაექრობის ამგვარმა დასაწყისმა ქართველ მოკრივეზე დადებითად იმოქმედა - მეორე რაუნდში გარსიამ მისი იერიშების მოგერიება ვერ შეძლო და ნოკაუტში აღმოჩნდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"