ფლოიდ მეივეზერის დრო მოვიდა

AutoSharing Option
პრომოუტერული კომპანია Top Rank-ის პრეზიდენტმა ბობ არუმმა აღნიშნა, რომ 66.7 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBO-ს ჩემპიონმა მენი პაკიაომ შაბათს მაკაოში გამართულ შეხვედრაში ამერიკელი კრის ალგიერი უფრო მეტჯერ გაგზავნა ნოკდაუნში, ვიდრე ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა თავისი მეტოქეები 12-წლიან კარიერაში.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის პაკიაომ კარიერაში 57-ე ბრძოლა მოიგო. მას აგრეთვე 5 წაგება აქვს პროფესიულ რინგზე. ალგიერისთვის ეს იყო პირველი მარცხი პროფესიონალებში.

"აქ ყველაფერი ნათელია, - ამბობს არუმი. - მენიმ ალგიერი ექვსჯერ გაგზავნა ნოკდაუნში. ეს უფრო მეტია, ვიდრე მეივეზერის მონაგარი 12 წლის განმავლობაში".

ამასობაში,
ამერიკელის დამარცხების შემდეგ პაკიაომ ფლოიდ მეივეზერთან შეხვედრა მოითხოვა: "ძალიან მინდა მეივეზერთან ჩხუბი. გულშემატკივრები იმსახურებენ ამას".

ასევე, ცნობილი გახდა, რომ ალგიერისთან ჩხუბისთვის პაკიაომ 20 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამერიკელის ჰონორარმა მილიონნახევარზე ოდნავ მეტი შეადგინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული