დავიჯეროთ, 180 მილიონადაც არ იჩხუბებენ?

AutoSharing Option
პრომოუტერული კომპანია Top Rank-ის პრეზიდენტი ბობ არუმი ტელეკომპანია CBS/Showtime-ის ხელმძღვანელს, ლეს მუნვესს შეხვდა. მათ განიხილეს თანამედროვეობის ორი საუკეთესო მოკრივის - ამერიკელი ფლოიდ მეივეზერისა და ფილიპინელი მენი პაკიაოს ბრძოლის ორგანიზების შესაძლებლობა.

როგორც ბრიტანული გაზეთი Daily Mail-ი წერს, 37 წლის მეივეზერს Showtime-თან კონტრაქტი აკავშირებს და არ შეუძლია სხვა ტელეარხებზე გამოსვლა. თავის მხრივ, პრომოუტერული კომპანია Top Rank-ი და პაკიაო ბოლო წლებში მხოლოდ ტელეარხ HBO-სთან თანამშრომლობენ, თუმცა ზუსტად არ არის ცნობილი, რამდენად მკაცრია მენის კონტრაქტი ამ ტელევიზიასთან.

ამასთან, მხარეებმა ასევე განიხილეს მოსალოდნელი ბრძოლის ჰონორარის
გაყოფის ვარიანტები. გამოცემა Manila Bulletin-ის ინფორმაციით, შეხვედრის საერთო ჰონორარი 180 მილიონი დოლარი იქნება. ფლოიდი 100 მილიონს მიიღებს, მენი - 80 მილიონს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული