ფლოიდ მეივეზერმა მკვლელობა და თვითმკვლელობა ნახა

AutoSharing Option
ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი, ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი სასამართლოში მოწმედ დაიბარეს. პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი მებრძოლი შემთხვევით შეესწრო აშშ-ში ცნობილი მსახიობისა და მოცეკვავის, სტეფანი მოზლის მკვლელობას.

პოლიციის ვერსიით, მედიავარსკვლავი პისტოლეტიდან გასროლით ქმარმა, რეპერმა ირლ ჰეიესმა მოკლა. ამ უკანასკნელმა, მოგვიანებით, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. აღსანიშნავია, რომ ინციდენტის ადგილას პოლიციის მისვლის მომენტში ჰეიესი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

იქამდე, სანამ ცოლ-ქმარი ჩხუბს დაიწყებდა, ჰეიესმა თავის მეგობარ მეივეზერს ვიდეოშეტყობინება გაუგზავნა. რეპერმა დაიჩივლა იმის გამო, რომ მოზლიმ მას უღალატა.

შემდეგ მეივეზერი მკვლელობის სცენას შეესწრო, მაგრამ კომენტარისგან
თავი შეიკავა მიღებული შოკის გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული