კრივში დიდი ბრძოლის თარიღი ცნობილია

AutoSharing Option
მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე, ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი გასულ უქმეებზე დაესწრო ამერიკელი იშე სმიტისა და კუბელი ერისლანდ ლარას ბრძოლას. და ამ შეხვედრის წინ ჟურნალისტებმა მოახერხეს მეივეზერის აზრი შეეტყოთ ფილიპინელ მენი პაკიაოსთან შესაძლო ბრძოლის შესახებ.

"რა თქმა უნდა, მინდოდა პაკიაოსთან ჩხუბი და ვცდილობდით ამ შეხვედრის ორგანიზებას. მაგრამ მენის პრობლემები შეექმნა დოპინგის არაგეგმიურ შემოწმებასთან დაკავშირებით, მე კი მინდოდა, რომ ყველაფერი პატიოსნად ყოფილიყო.

ფლოიდ მეივეზერი არავის გაურბის. ბობ არუმი იყო ამ ბრძოლის წინააღმდეგი. მაგრამ დროა შევწყვიტოთ ზედმეტი ლაპარაკი. ჩვენ ბრძოლა გვინდა. 2 მაისი, ფლოიდ მეივეზერი-მენი
პაკიაო. მოდით მოვაწყოთ ასეთი ორთაბრძოლა", - განაცხადა ფლოიდმა.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე გამოცხადდა მოსალოდნელი ბრძოლის საერთო ჰონორარი - 180 მილიონი დოლარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული