ხელები ბრძოლისთვის, ლოცვისთვის, ფულის თვლისთვის

AutoSharing Option
ამერიკელმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა რამდენიმე საინტერესო განცხადება გააკეთა ESPN-ის მიმომხილველთან საუბარში.

"შემიძლია ყველას მივცე ჩემი შეძულების ახალი საბაბი, თუმცა ვახერხებ ამბიციური ადამიანების მოტივირებას, რომლებსაც რაღაცის მიღწევა სურთ. მატერიალისტი ვარ და ფული მაძლევს მოტივაციას...

მაგრამ ჩემს ცხოვრებაში პირველ ადგილზე ყოველთვის ღმერთი იდგა. ის არასოდეს მოგცემს იმას, რასაც ვერ გაუმკლავდები. აი რატომ მომცა ღმერთმა ჩვენს საქმეში საუკეთესო ხელები - ლოცვისთვის, კრივისთვისა და ფულის თვლისთვის", - განაცხადა მეივეზერმა.

ასევე ფლოიდმა განაცხადა, რომ 2015 წელს აპირებს ყველასთვის ნანატრი ბრძოლის გამართვას ფილიპინელ მენი პაკიაოსთან.

"ჩემი
აზრით, საკითხი მდგომარეობს დროის არჩევაში. სწორი დრო, სწორი ადგილი და ვფიქრობ, ეს ბრძოლა გაიმართება. დადგა შეხვედრის დრო. ახლა მე რომ პაკიაოს ადგილას ვიყო, საერთოდ არ მექნებოდა ხმის ამოღების უფლება. მრავალი წელია ლაპარაკობენ, რომ მეივეზერს ეშინია პაკიაოსი, ფლოიდი მშიშარაა. მაგრამ მე საუკეთესო ვარ იმაში, რასაც ვაკეთებ. ყოველთვის მაქვს გეგმა. მთავარია - გამარჯვება. ხალხს გამარჯვებული ამახსოვრდება, მე კი ყოველთვის ვპოულობ მოგებისთვის საშუალებას", - აგრძელებს მეივეზერი.

შეგახსენებთ, რომ თანამედროვეობის ორი საუკეთესო მოკრივის გუნდი 2009 წლიდან მოყოლებული ვერ ახერხებს მოლაპარაკებას. ვარაუდობენ, რომ მომავალ ბრძოლაში პაკიაო 80 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, მეივეზერი - 120 მილიონს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული