ფლოიდ მეივეზერი თავს იწონებს

AutoSharing Option
სასიხარულო ინფორმაცია შეიტყვეს კრივის მოყვარულებმა. ფილიპინელი მენი პაკიაოს გუნდის მხრიდან გავრცელდა განცხადებები იმის თაობაზე, რომ აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამერიკელ ფლოიდ მეივეზერთან შეხვედრის ორგანიზებისთვის.

ამერიკულ მხარეს უკვე გაეგზავნა შესაბამისი წინადადება. "ველოდებით, რას იტყვის მეივეზერი, - ამბობს პაკიაოს მრჩეველი მაიკლ კონჩი. - ამერიკელს პასუხისთვის ამ თვის ბოლომდე ვაძლევთ ვადას".

ამასობაში, ფილიპინელის პრომოუტერი ბობ არუმი გარიგების დეტალებზე მუშაობს კომპანია CBS-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ლეს მუნვსთან, რომელსაც, თავის მხრივ, კავშირი აქვს მეივეზერის გუნდთან.

* * *
როგორც ჩანს, ეს მოლაპარაკებები ფლოიდ მეივეზერს ნაკლებად აღელვებს და
ამ დღეებში მხოლოდ იმის დემონსტრირებით არის დაკავებული - რამდენად მდიდარი სპორტსმენი გახლავთ.

ფლოიდმა "ინსტაგრამში" გამოაქვეყნა თავისი ავტომობილებისა და პირადი თვითმფრინავის ფოტო. ამ ტექნიკის საერთო ღირებულება 7.5 მილიონ დოლარს აღწევს. უფრო ადრე კი მეივეზერმა საკუთარი ფეხსაცმელებისა და სათვალეების კოლექციის ფოტოები გამოაქვეყნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული