პაკიაო ყველაფერს დათანხმდა, ჯერი ფლოიდზეა

AutoSharing Option
ფილიპინელმა მოკრივემ, მენი პაკიაომ ბრძოლის კონტრაქტის პირობები შეათანხმა ამერიკელ ფლოიდ მეივეზერთან. ამის შესახებ Ring TV-ს აცნობა მაიკლ კონცმა, რომელიც პაკიაოს პრომოუტერის, ბობ არუმის მრჩეველია.

"ჩვენ შევთანხმდით კონტრაქტის ყველა პუნქტზე, რომელიც მეივეზერმა შემოგვთავაზა. ახლა ველოდებით ფლოიდთან ხელშეკრულების გაფორმებას. როგორც კი ეს მოხდება, ოფიციალურად გამოცხადდება ბრძოლის ჩატარების შესახებ", - განაცხადა კონცმა.

არუმის მრჩეველს არ დაუზუსტებია კონტრაქტის დეტალები. ადრე იტყობინებოდნენ, რომ პაკიაო დათანხმდა საერთო ჰონორარის არათანაბრად განაწილებას - 40 პროცენტი მას და 60 პროცენტი - მეივეზერს.

სავარაუდოდ, პაკიაოსა და მეივეზერს შორის ბრძოლა 2
მაისს ლას ვეგასში გაიმართება. გათამაშდება საჩემპიონო ქამრები WBO-ს, WBA-სა და WBC-ის ვერსიებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული