საუკუნის ბრძოლა იქნება!

AutoSharing Option
როგორც ჩანს, "საუკუნის ბრძოლად" მონათლული შეხვედრა, ამერიკელ ფლოიდ მეივეზერსა და ფილიპინელ მენი პაკიაოს შორის, 2015 წელს გაიმართება. გუშინდელ ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ პაკიაო ამერიკელი მოკრივის ყველა პირობას დათანხმდა, ახლა კი ცნობილი ხდება, რომ მეივეზერის გუნდმა დაადასტურა ფილიპინელთან ბრძოლა.

შეხვედრის საპრიზო ფონდი 200 მილიონი დოლარი იქნება და ამ თანხის 60 პროცენტს ამერიკელი მოკრივე მიიღებს. დანარჩენი პაკიაოს ერგება. ფილიპინელის პრომოუტერის, ბობ არუმის ინფორმაციით, ბრძოლის კონტრაქტს მხოლოდ მეივეზერის ხელმოწერა აკლია.

"რჩება მხოლოდ ერთი - ფლოიდი გამოვიდეს ჟურნალისტების წინაშე და განაცხადოს: "მე თანახმა
ვარ", - განაცხადა არუმმა.

გაზეთ "გარდიანის" ცნობით, "საუკუნის ბრძოლაზე" თანხმობას აცხადებს ყველა, თავად ამერიკელი მოკრივეც. ამას ადასტურებს მისი გუნდიც, რომლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დარჩენილია მხოლოდ საბოლოო დეტალების შეთანხმება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - 2 მაისს ბრძოლა აუცილებლად გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული