დიდი შეხვედრა კალათბურთის მატჩზე

AutoSharing Option
ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი შემთხვევით შეხვდა ფილიპინელ მენი პაკიაოს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩის დროს, რომელშიც "მაიამი ჰიტი" და "მილუოკი ბაქსი" ხვდებოდნენ ერთმანეთს.

ტრანსლაციის რეჟისორებმა ტრიბუნებზე სხვადასხვა ადგილას შეამჩნიეს მოკრივეები და ისინი დიდ ეკრანზე ერთად მოაქციეს წარწერით:

"გელოდებით 2015 წელს?" დიდ შესვენებაზე მეივეზერი და პაკიაო ერთმანეთს შეხვდნენ და მცირე ხნით ისაუბრეს. ამერიკელმა საკუთარი ტელეფონის ნომერი მისცა "პაკმენს", რათა პირადად განიხილოს მასთან შესაძლო ბრძოლის ყველა დეტალი.

ამ მოკრივეებს შორის "საუკუნის ბრძოლად" შერაცხული დაპირისპირება, შესაძლოა, 2015 წლის გაზაფხულზე გაიმართოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული