ფლოიდიც თანახმაა, 2 მაისს საუკუნის ბრძოლას ველოდებით

AutoSharing Option
პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ამერიკელმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა საკუთარ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, სადაც ადასტურებს სურვილს - რინგზე შეხვდეს ფილიპინელ მენი პაკიაოს.

"ვულოცავ პაკიაოს იმას, რასაც აქამდე მიაღწია. მან შესანიშნავი კარიერა მოიწყო, მაგრამ იქამდე, სანამ დიდ სპორტს დატოვებს, ისე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს ბრძოლა გაიმართოს", - ამბობს მეივეზერი ვიდეოში.

"ვეუბნები მენი პაკიაოს - ჩვენ უნდა ვაჩუქოთ მსოფლიოს ეს ბრძოლა", - ვიდეომიმართვას შენიშვნის სახით დაურთო ამერიკელმა.

ვარაუდობენ, რომ "საუკუნის ბრძოლა" 2015 წლის 2 მაისს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული