კონტრაქტი დაიდო, საუკუნის ბრძოლა დანიშნულია

AutoSharing Option
ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა ფილიპინელ მენი პაკიაოსთან ბრძოლის კონტრაქტს ხელი მოაწერა - ამის შესახებ მან თავად გამოუცხადა ჟურნალისტებს.

"მოხდა ის, რასაც მთელი მსოფლიო ელოდა. 2015 წლის 2 მაისს გაიმართება ბრძოლა მეივეზერსა და პაკიაოს შორის. კონტრაქტს ორივე მოკრივემ მოაწერა ხელი. მე დავპირდი გულშემატკივრებს და ჩვენ ეს გავაკეთეთ. 2 მაისს ახალ ისტორიას შევქმნით. არ გამოტოვოთ ეს!" - განაცხადა მეივეზერმა და ხელმოწერილი კონტრაქტიც უჩვენა ჟურნალისტებს.

ბრძოლა 2015 წლის 2 მაისს, ლას ვეგასის MGM Grand-ის კომპლექსში გაიმართება. შეხვედრას ერთობლივად გადასცემენ ტელეკომპანიები - Showtime და HBO.
მოკრივეები 66.7 კილოგრამამდე წონაში სამ საჩემპიონო ქამარს გაითამაშებენ - WBC-ის, WBA-ს (ორივეს მეივეზერი ფლობს) და WBO-ს (პაკიაოს მფლობელობაში) ვერსიით.

ჰონორარის შესახებ ინფორმაცია არ გაჟღერებულა, თუმცა ადრე იტყობინებოდნენ, რომ პაკიაო დათმობაზე წავიდა და საერთო თანხის 60 პროცენტი მოწინააღმდეგეს მისცა, თავად კი 40-პროცენტიან წილს დათანხმდა.

მეივეზერის განცხადებიდან რამდენიმე წუთში კი ბრძოლაზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია დაიწყო და დაახლოებით 15 წუთში ყველი ბილეთი გაყიდული იყო. ასევე რამდენიმე წუთში დაჯავშნეს პირველი და ორი მაისისთვის MGM Grand-ის სასტუმროს ყველა ნომერი, რომლის ფასმა 615 დოლარამდე აიწია.

არენის ტევადობა, რომელიც "საუკუნის ბრძოლას" უმასპინძლებს, 17 ათასი მაყურებელია. ბილეთების რეალიზაციიდან მიღებულმა მოგებამ დაახლოებით 40 მილიონი დოლარი შეადგინა.

მეივეზერს, რომელიც 24 თებერვალს 38 წლის გახდება, პროფესიულ რინგზე 47-დან ყველა შეხვედრა აქვს მოგებული, 36 წლის პაკიაომ კი 64 ბრძოლაში 57-ჯერ მოიგო, ხუთჯერ დამარცხდა და ორი ბრძოლა ფრედ დასრულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული