შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაში თამაშდება საჩემპიონო ქამრები WBO-ს, WBC-სა და WBA-ს ვერსიით; ასევე, ტიტული ნახევრად საშუალო წონაში გამოცემა Ring Magazine-ის ვერსიით. მსოფლიოს საკრივო საბჭო (WBC) ისარგებლებს შემთხვევით და სხვა ორგანიზაციებს მისცემს მაგალითს - როგორ უნდა შეხვდნენ ასეთ მოვლენას.
"ვფიქრობ, ასეთი შემთხვევისთვის ზედგამოჭრილი იქნება მარგალიტები და პლატინა, - ამბობს WBC-ის პრეზიდენტი მაურისიო სულეიმანი. - ყველაფერი უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გადაწყდება. ჩვენ უყურადღებოდ არ
მაურისიო სულეიმანმა აღნიშნა, რომ ორ მაისს, მსოფლიო კრივისთვის ისტორიულ დღეს გაირკვევა არა მხოლოდ საჩემპიონო ტიტულების ბედი, არამედ ორივე ჩემპიონის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა.
"ეს იქნება ემოციური დაპირისპირება. ორივე მოკრივე სასწორზე დებს თავის საკრივო მემკვიდრეობას, რათა, ბოლოს და ბოლოს, გაარკვიოს - ვინ არის საუკეთესო. ამ ბრძოლის გამარჯვებული მიიღებს სრულ უფლებას - მოიხსენიონ ყველა დროის 10 საუკეთესო მოკრივეს შორის".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"