რეპერმა 50 Cent-მა ფლოიდ მეივეზერის მოგებაზე 1.6 მლნ დოლარი დადო

AutoSharing Option
ცნობილმა ამერიკელმა რეპერმა 50 Cent-მა 1,6 მლნ დოლარი დადო ფლოიდ მეივეზერის გამარჯვებაზე მენი პაკიაოსთან.

"საუკუნის ბრძოლად" შერაცხული დაპირისპირება 2 მაისს, ლას ვეგასში გაიმართება და მასში ტიტულები ნახევრად საშუალო წონაში (66,6 კგ-მდე) WBA-ს, WBC-ისა და WBO-ს ვერსიებით გათამაშდება. რეპერი კი დარწმუნებულია, რომ ამერიკელი მოკრივე, უბრალოდ, არ წააგებს.

"ფლოიდი პაკიაოს იოლად გაუსწორდება. საერთოდ, ვერ გამიგია, რატომაა ამხელა აჟიოტაჟი. მეივეზერს, უბრალოდ, არ შეუძლია წააგოს", - თქვა 50 Cent-მა.

ცნობისთვის, ფლოიდს ფავორიტად მიიჩნევენ ამერიკელი ბუკმეკერებიც.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხო აზრზე ხართ, one dollar-ი რომ რქმეოდა, რამდენს დადებდა :)
მერაბი
23:03 04-03-2015
0

სიახლეები პოპულარული