ფლოიდ მეივეზერი ურტყამს, მენი პაკიაო მღერის

AutoSharing Option
პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი სერიოზულად ემზადება ფილიპინელ მენი პაკიაოსთან შესახვედრად.

ერთი კვირაა ლას ვეგასში მისი საწვრთნელი შეკრება მიმდინარეობს და ფლოიდმა უკვე მოასწრო ერთ-ერთი სპარინგ-პარტნიორის ნოკაუტში გაშვება. სხვა დეტალების შესახებ მოკრივის ბანაკიდან არ იტყობინებიან, თუმცა ცხადია, რომ ფლოიდი უფრო დიდ ყურადღებას მზადების ფიზიკურ მხარეს უთმობს.

"საწვრთნელი შეკრება ბრწყინვალედ მიმდინარეობს", - განაცხადა ფლოიდ მეივეზერმა.

ამასობაში, მეივეზერის მეტოქემ მენი პაკიაომ ბრძოლისთვის მზადებასთან ერთად სხვა საქმეც იპოვნა. ნახევრადსაშუალო წონაში WBO-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, სიმღერის ჩაწერას შეუდგა, რომლის თანხლებითაც გავა კორტზე 2 მაისს,
ფლოიდ მეივეზერის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული