იაგო კილაძე ვლადიმირ კლიჩკოს ჯენინგსთან ბრძოლისთვის მაიამიში მოამზადებს

AutoSharing Option
უკრაინის სახელით მოასპარეზე ქართველი მოკრივე იაგო კილაძე სუპერმძიმე წონაში IBF, WBA, WBО, IBO ვერსიებით მსოფლიოს ჩემპიონ ვლადიმირ კლიჩკოს ამერიკელ ბრაიანტ ჯენინგსთან ბრძოლისთვის მოამზადებს.

უმცროსი კლიჩკო-ჯენინგსის შეხვედრა 25 აპრილს, ნიუ იორკში, ცნობილ არენა Madison Square Garden-ში შედგება.

იაგო მაიამიში 28 მარტს გაემგზავრება, რათა უკრაინელი მოკრივის საწვრთნელ ბანაკს შეუერთდეს. იქ, მის გარდა, კლიჩკოს სპარინგ-პარტნიორობას ახალზელანდიელი მოკრივე ჯოზეფ პარკერი და პოლონელი იუზუაგბე უგონოხიც გაუწევენ.

ცნობისთვის, ქართველი მოკრივე, რომელსაც პროფესიულ რინგზე 90,7 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამართული 23 შეხვედრიდან 22 მოგებული აქვს (15 ნოკაუტით) და
მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, კლიჩკოს ბრძოლისთვის მომზადებაში უწინაც დახმარებია - კუბრატ პულევთან შეხვედრის წინ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული