"2 მაისს გაიმართება საუკუნის ბრძოლა. ვფიქრობ, ამაზე უკეთეს დროს ვერ შევარჩევდით. ეს ჩხუბი სამყარომ არ უნდა გამოტოვოს. მჯერა ჩემი ოსტატობის და ვფიქრობ, გამარჯვება მე დამრჩება. არსებობს ნებისმიერ სპორტში ერთი რამ - როცა მარცხდებით, ეს სამუდამოდ რჩება თქვენს მეხსიერებაში, მე კი ეს არ მინდა", - განაცხადა მეივეზერმა, რომელსაც წაგება არ აქვს პროფესიულ რინგზე.
მენი პაკიაოს მიაჩნია, რომ მეივეზერთან ბრძოლა ზედმეტად
"შევხვედრივარ ოსკარ დე ლა ჰოიას, მიგელ კოტოს, ანტონიო მარგარიტოს. ვიცოდი, რომ დე ლა ჰოია სწრაფია და ორი წონითი კატეგორიით მაღლა ავედი მასთან შესახვედრად. კოტო ძალიან ხისტი მებრძოლი იყო, მარგარიტოს კი ძლიერი დარტყმები ჰქონდა და ჩემზე დიდიც გახლდათ. ამ ყველაფერს ვერ ვხედავ მეივეზერში. მას არაფერი აქვს. არ მგონია, რომ ეს ხისტი ბრძოლა იყოს", - განაცხადა პაკიაომ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"