ფლოიდი ვარჯიშზე წაუქცევიათ?

AutoSharing Option
დიდი აჟიოტაჟის თანხლებით მიმდინარეობს 2 მაისს ლას ვეგასში დანიშნული ბრძოლისთვის მზადება. "საუკუნის ბრძოლაში" ერთმანეთს უნდა შეხვდნენ ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი და ფილიპინელი მენი პაკიაო.

ფართო რეზონანსი გამოიწვია ფლოიდის გუნდის ერთ-ერთი წევრის, ჯეფ მეივეზერის სიტყვებმა. მან თქვა, რომ ფლოიდ მეივეზერმა სპარინგის დროს სასტიკად სცემა ცნობილი მოკრივე ზაბ ჯუდა. ჯეფმა არ იცოდა, რომ მის სიტყვებს გამოაქვეყნებდნენ და იძულებული გახდა, ჯუდას წინაშე ბოდიში მოეხადა. უფროსი მეივეზერის თქმით, მისი სიტყვები არასწორად მიიტანეს გულშემატკივრებამდე. თავად ზაბ ჯუდა ამბობს, რომ კრივის მოყვარულებმა არ უნდა დაუჯერონ ასეთ მოთხრობებს.

თითქოს ისტორია დასრულებული იყო, მაგრამ კულუარებში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპარინგის დროს ჯუდამ მეივეზერი ნოკდაუნში გაუშვა. შეგახსენებთ, რომ ჯუდა ერთადერთი მოკრივეა, რომელმაც პროფესიულ რინგზე ნოკდაუნში ჩააგდო ფლოიდი, თუმცა მას ეს გმირობა არ ჩაუთვალეს, რადგან რეფერიმ ვერ დაინახა მომენტი, როცა მეივეზერი ხელთათმანით შეეხო რინგს.

BoxingScene.com-თან საუბარში Mayweather Promotions-ის შეფმა ლეონარდ ელერბიმ შემდეგი განაცხადა: "ტყუილია, ასეთი რამ არ მომხდარა. ზაბი ჩვენს ბანაკშია. ის ბრწყინვალე მოკრივეა, ეხმარება ფლოიდს მზადებაში სხვა სპარინგ-პარტნიორებთან ერთად. ისინი მართლაც სერიოზულად უტევენ ფლოიდს, მაგრამ ნოკდაუნამდე საქმე არ მისულა".

* * *
ამასობაში, ფლოიდ მეივეზერის მეტოქემ, მენი პაკიაომ მომავალი ბრძოლისთვის მზადების ციკლში მესამე დოპინგ-ტესტი გაიარა.

შესაბამისი პროცედურა ანტისადოპინგო სააგენტოს წარმომადგენელმა საწვრთნელ დარბაზში ჩაატარა - რვარაუნდიანი სპარინგის დასრულების შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული