დიდი მატჩის წინ: რეპლიკების ახალი სერია

AutoSharing Option
2 მაისს დანიშნული "საუკუნის ბრძოლის" მონაწილეებმა - ფილიპინელმა მენი პაკიაომ და ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა მორიგი რეპლიკები გაცვალეს.

"ვხედავ შიშს ფლოიდის თვალებში. მისი დაცემა უკვე ჩანს ჰორიზონტზე. ეს 2 მაისს მოხდება. ღმერთი მომართავს მას ჩემს ხელებში. ბევრჯერ მიჩხუბია ქუჩაში შიშველი ხელებით, არასოდეს მეშინოდა და ყოველთვის ჩემი გამქონდა", - განაცხადა 36 წლის ფილიპინელმა მოკრივემ.

"მოკრივეთა უმრავლესობა ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ მაინც აღწევს წარმატებას, - ამბობს 38 წლის მეივეზერი. - ამიტომაც მინდა გავარკვიო - რას აკეთებს მენი სწორად, რომ წავართვა ეს უპირატესობა. როცა
რინგზე ვიმყოფები, მეტოქე, რასაც უნდა აკეთებდეს კარგად, ვართმევ მას ამ უპირატესობას და მოწინააღმდეგე იძულებულია, რაღაც სხვას მიმართოს. მინდა შთამბეჭდავად გამოვიყურებოდე.

დარწმუნებული ვარ, კარიერის პიკზე ვიმყოფები. ის სოლიდური კონკურენტია, მაგრამ მოუთმენელია და ბევრ შეცდომას უშვებს. ამის მიუხედავად, მაინც მიაღწია წარმატებას. დაიმახსოვრეთ ჩემი ნათქვამი - არიან ბიჭები, რომლებიც ბევრ შეცდომას უშვებენ, მაგრამ მაინც წარმატებულები არიან".

მეივეზერსა და პაკიაოს შორის ბრძოლა 2 მაისს, ლას ვეგასის MGM Grand-ის კომპლექსში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული