როგორც იტყობინებიან, ფილიპინელი მენი პაკიაოს მოგებაზე კოეფიციენტი ეცემა, რადგან ამ მოკრივის გამარჯვებაზე ფსონი ძალიან ბევრმა გააკეთა. ამ მომენტისთვის კოეფიციენტი საშუალოდ 2.87-ს უდრის, როცა ცოტა ხნის წინ ის სამზე ქვემოთ არ ჩამოდიოდა.
საბუკმეკერო კანტორა MGM-ის მენეჯერმა ჯეფ სტოუნბეკმა ESPN-ს გაუმხილა, რომ პაკიაოს მოგებაზე გაცილებით მეტ ფსონს ჩადიან. ფილიპინელზე დადებული თანხის ოდენობა სამჯერ აღემატება მეივეზერზე ჩასული თანხის რაოდენობას.
"იმ მოვლენისთვის, რომელიც ერთი თვის შემდეგ
მენი პაკიაოსა და ფლოიდ მეივეზერის "საუკუნის ბრძოლა" 2 მაისს, ლას ვეგასში გაიმართება.
* * *
ამასობაში, ავტორიტეტული ბიზნესგამოცემა "ფორბსი" იტყობინება, რომ ლას ვეგასის ბრძოლა მეივეზერს დაახლოებით 150 მილიონ დოლარს მოუტანს, პაკიაოს - 100 მილიონს. შესაბამისად, მეივეზერი დაამხობს სპორტსმენებისთვის ერთი კალენდარული წლის განმავლობაში გამომუშავებული თანხის რეკორდს. 2008 წელს ლეგენდარულმა ამერიკელმა გოლფისტმა ტაიგერ ვუდსმა ჰონორარის სახით 125 მილიონი დოლარი მიიღო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"