ფლოიდ მეივეზერმა წასვლა გამოაცხადა

AutoSharing Option
პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი 2015 წელს დაასრულებს კარიერას. მისი თქმით, ფილიპინელ მენი პაკიაოსთან ბრძოლის შემდეგ, სექტემბერში კიდევ ერთ შეხვედრას ჩაატარებს და გამოეთხოვება რინგს, - ამის შესახებ ინტერნეტრესურსი Boxingscene-ი წერს.

"კიდევ ერთი ბრძოლა. მე ამას პატიოსნად გეუბნებით. ცნობილი ფაქტია, რომ პატიოსანი ადამიანი ვარ. იმ წერტილს მივაღწიე, რომ ვერც ერთი მეტოქე ვერ მაიძულებს ნერვიულობას და თან რინგზე არანაირი მიზანი აღარ მამოძრავებს.

კიდევ ერთ ბრძოლას ჩავატარებ და ამით კონტრაქტი CBS/Showtime-თან ამოიწურება. ჩემს ბოლო ბრძოლას სექტემბერში იხილავთ", - განაცხადა 38 წლის მეივეზერმა.

შეგახსენებთ, რომ ფლოიდისა და მენი პაკიაოს ორთაბრძოლა 2 მაისს ლას ვეგასში გაიმართება. მეივეზერმა პროფესიული კარიერა 1996 წელს დაიწყო და მას შემდეგ 47-დან 47 ბრძოლა მოიგო, მათ შორის, 26 - ნოკაუტით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლეგენდა!!! ასეტ შედეგს არც ერტ პროფესიონალ მოკრივეს არ მიუგცევია.ნეტა ქარტველი კოფილიკავი
zveli mokrive
12:06 16-04-2015
0
როკი მარჩიანომ 49 ბრძოლა მოიგო.
axali cru-mokrive
12:34 16-04-2015
0

სიახლეები პოპულარული