ბრძოლამდე ორივე მოკრივემ შეავსო კითხვარი და ტრავმის არსებობის შესახებ შეკითხვაზე პაკიაომ უარყოფითი პასუხი გასცა. წყაროს ცნობით, ამ ინფორმაციის დამალვისთვის ფილიპინელს ან ფულადი ჯარიმა, ან დისკვალიფიკაცია ემუქრება, რომლის ვადების შესახებ არაფერს იტყობინებიან.
"საქმე მხოლოდ იმაში არ
პაკიაოს პრომოუტერის, ბობ არუმის თქმით, ფილიპინელი მოკრივის გუნდმა წინასწარ გააფრთხილა ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო კომისია მენის ტრავმის შესახებ, რის შემდეგაც მიიღო ნებართვა, სამკურნალოდ გამოეყენებინა არასტეროიდული ანტიანთებითი საშუალება (ტორადოლი), მაგრამ აშშ-ის ანტისადოპინგო სააგენტოს პრეზიდენტი ტრევის ტაიგარტი აცხადებს, რომ მის ორგანიზაციას არც სამედიცინო შემოწმების შედეგები მიუღია და არც თხოვნა პაკიაოს გუნდისგან.
"არანაირი სამედიცინო ინფორმაცია არ გვქონია. ეს არ ყოფილა ანტისადოპინგო საკითხი. ან პაკიაოს გუნდმა საშინელი შეცდომა დაუშვა და წესებს არ დაემორჩილა, ან სცადა ინფორმაციის დამალვა მეტოქისთვის. ჭეშმარიტება სადღაც შუაშია", - განაცხადა ტაიგარტმა.
ამასობაში ირკვევა, რომ მენი პაკიაოს ტრავმირებული მხრის სამკურნალოდ ოპერაცია დასჭირდება. ქირურგიული ჩარევა ამ კვირის ბოლოს მოხდება. პროგნოზების მიხედვით, წარმატებული ოპერაციისა და სარეაბილიტაციაო პროცესის შემთხვევაში, მენი რინგზე დაახლოებით ცხრა თვის შემდეგ დაბრუნდება.
* * *
მეივეზერისა და პაკიაოს ბრძოლაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა ლეგენდარულმა ამერიკელმა სუპერმძიმეწონოსანმა მაიკ ტაისონმა.
"ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ეკლესიაში ან თუნდაც ბიბლიოთეკაში მოვხვდი. შესაძლოა, მე მართლაც ნეანდერტალელი ვარ, მაგრამ, როცა რინგზე გავდიოდი, რეალურად მინდოდა მეტოქის განადგურება. მე პოტენციური მკვლელი ვიყავი, რომელსაც სურდა მეტოქის დაზიანება და ბრძოლის დრამატულ სტილში მოგება. ესენი კი... ერთი კარგ ბიჭად აქციეს, მეორე - ცუდ ბიჭად, ეს ყველაფერი გაყიდეს და დიდი ფული იშოვეს.
დღევანდელი კრივი კოშმარია და ის ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც ჩემს დროს იყო. დღეს ყველანი ბიზნესმენები არიან", - განაცხადა ტაისონმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"