"საუკუნის ბრძოლის" მონაწილე ფლოიდ მეივეზერი და მენი პაკიაო სასამართლოს წინაშე წარდგებიან

AutoSharing Option
ფლოიდ მეივეზერი და მენი პაკიაო სასამართლოს წინაშე წარდგებიან. ახლახან გამართულ "საუკუნის ბრძოლაში" გამარჯვებულ ამერიკელ მოკრივეს ყოფილი მეგობარი ქალი უჩივის, ფილიპინელს კი - ორი იმედგაცრუებული გულშემატკივარი.

მენი პაკიაოს კრივის მოყვარული სტეფან ბანელი და კამი რაბარანი მტრობენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მოკრივემ ისინი მოატყუა, როდესაც მხრის ტრავმის შესახებ დამალა და სათანადოდ ვერ იჩხუბა. სტეფანი და კამი აცხადებენ, რომ ბილეთებში ფული ტყუილად "გადაყარეს" და ახლა ფილიპინელისგან კომპენსაციის სახით 5 მლნ აშშ დოლარს ითხოვენ.

საქმე არც მეივეზერს აქვს დალხენილად - მას ყოფილი მეგობარი ქალი ჯოზი
ჰარისი
სდებს ცილისწამებაში ბრალს. პაკიაოსთან ბრძოლამდე ორი კვირით ადრე ფლოიდს ერთ-ერთ ინტერვიუში უთქვამს, რომ მისი ყოფილი მეგობარი ქალი ნარკოტიკებს მოიხმარდა. ჰოდა, ამის გამო შეურაცხყოფილი ჰარისი მოკრივისგან 20 მილიონ დოლარს ითხოვს.

ცნობისთვის, 2012 წელს მეივეზერი ჯოზის ბავშვების თვალწინ ცემისთვის გაასამართლეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული