საუკუნის მატჩის მოგება 400 მილიონი დოლარია

AutoSharing Option
ლას ვეგასში ამერიკელ ფლოიდ მეივეზერსა და ფილიპინელ მენი პაკიაოს შორის "საუკუნის ბრძოლის" ტრანსლაციამ საკაბელო ტელევიზიებზე შეხვედრის ორგანიზატორებს 400 მილიონ დოლარზე მეტი მოგება მოუტანა.

და ეს მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. სავარაუდოდ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მოგება დაახლოებით 500 მილიონ დოლარს მიაღწევს.

ასევე ESPN-ის ინფორმაციით, ბილეთების რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 72 მილიონ დოლარს გადააჭარბა. შეხვედრას 16 210 ადამიანი დაესწრო. ყველა ეს მაჩვენებელი სარეკორდოა კრივის ისტორიაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული