ქართველი მოკრივე ჭაბუკების ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო ევროპის პირველობაზე

AutoSharing Option
შვიდი ჭაბუკი მოკრივე (მთავარი მწვრთნელი კუკური შავგულიძე, მწვრთნელები - ნიკა იზორია და ლაშა დუნდუა) მონაწილეობდა საქართველოდან 1999-2000 წლებში დაბადებულთა ევროპის პირველობაში (ტექნიკური დელეგატი საქართველოს კრივის ფედერაციის გენერალური მდივანი ვლადიმერ ახალკაცი, მსაჯი ტარიელ გოგოჭური, იგი ტურნირის საუკეთესო არბიტრად აღიარეს), რომელსაც ლვოვმა უმასპინძლა.

საპრიზო ადგილებისთვის 22 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძოდნენ. ჩვენებმა ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა თბილისელი სახილ ალახვერდიევი (46 კგ). მხოლოდ ნახევარფინალური პაექრობები დათმეს და მესამე ადგილებს დასჯერდნენ ფოთელი ბადრი ხუციშვილი (63) და ახალქალაქელი არტიომ იორდანიანი
(+80).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული