Showtime-ის სპორტული განყოფილების ხელმძღვანელმა სტივენ ესპინოსამ განაცხადა, რომ ტელეარხი აქტიურად არის ჩართული მომავალი ბრძოლის ორგანიზებაში, რომელიც 12 სექტემბერს გაიმართება და სავარაუდოდ, ის ბოლო იქნება თანამედროვეობის საუკეთესო მოკრივის კარიერაში.
როგორც ამერიკულ პრესაში ვარაუდობენ, დაუმარცხებელი ამერიკელის მეტოქე ბრიტანელი ამირ ხანი გახდება, თუმცა მან ჯერ სარეიტინგო ბრძოლაში უნდა დაამარცხოს კრის ალგიერი. ეს შეხვედრა მომავალ კვირას გაიმართება.
"ფლოიდი გვარწმუნებს, რომ 12 სექტემბერს აპირებს რინგზე გასვლას და გამოსათხოვარი ბრძოლის გამართვას. სწორედ ამისთვის ვემზადებით და უკვე დავიწყეთ მოლაპა
წინასწარი ინფორმაციით, მეივეზერის ბოლო ბრძოლის ჩატარების ადგილი იქნება ლას ვეგასის MGM Grand-ის კომპლექსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"