"ოქროს ბიჭმა" განაცხადა, რომ პროფესიულ კრივში მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება. პირობა შემდეგში მდგომარეობს: სექტემბერში უნდა გაიმართოს ორთაბრძოლა ამერიკელ ფლოიდ მეივეზერსა და ყაზახ გენადი გოლოვკინს შორის. "ჩემი დაბრუნების ერთადერთი სცენარია სექტემბერში მეივეზერისა და გოლოვკინის ბრძოლის ჩატარება. ამ შემთხვევაში მომავალ წელს შევხვდები ამ ბრძოლაში გამარჯვებულს", - დაწერა საკუთარ "ტვიტერზე" დე ლა ჰოიამ.
გოლოვკინმა მაისში დაამარცხა ამერიკელი უილი მონრო და დაიცვა საშუალო წონაში IBO-ს, WBA-სა და WBC-ის
რამდენიმე დღის წინ დე ლა ჰოიამ უარი თქვა მეივეზერის შეთავაზებაზე და გამორიცხა სპორტში დაბრუნება, თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეული გეგმები მაინც გააჩნია ამასთან დაკავშირებით.
ოსკარმა პროფესიულ რინგზე 45 ბრძოლა გამართა და 39-ში გამარჯვებას მიაღწია. მას ექვს წონით კატეგორიაში 10 სხვადასხვა საჩემპიონო ქამარი აქვს მოგებული. საერთო ჯამში, ამერიკელს მსოფლიოს 17 ჩემპიონი ჰყავს დამარცხებული. გარდა ამისა, დე ლა ჰოიას 1992 წელს ბარსელონას ოლიმპიადა აქვს მოგებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"