ამ მოდელის შასი დამზადებულია თეთრი ნახშირბადის ქსოვილისგან და ზედაპირი ბრჭყვიალა ალმაზებითაა მორთული. Trevita სამ ეკზემპლიარად არის გამოსული. ავტომობილს გამოარჩევს დაბალი წონა (1280 კილოგრამი), მას შეუძლია იმუშაოს ეთანოლისა და ბენზინის ნაზავით, საათში 100 კილომეტრს 2.9 წამში ავითარებს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 402 კმ/სთ-ს აღწევს.
მეივეზერი ექსკლუზიური და ძვირფასი ავტომობილების თაყვანისმცემელია. მის ავტოფარეხშია, მაგალითად, სამი სპორტული Bugatti საერთო ღირებულებით
"ინსტაგრამში" თავის გვერდზე მოკრივე აწყობს გამოკითხვას - რომელი მანქანით იმგზავროს ამა თუ იმ დღეს. ფულისა და ძვირფასი ნივთებისადმი სიყვარულისთვისთვის, ფლოიდს ასეთი მეტსახელი აქვს - The Money.
ამერიკელი თანამედროვეობის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია. "ფორბსის" ვერსიით, მან ბოლო ერთი წლის განმავლობაში 300 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამ თანხიდან დაახლოებით 280 მილიონია ფილიპინელ მენი პაკიაოსთან ბრძოლის სანაცვლოდ მიღებული ჰონორარი.
38 წლის მეივეზერს პროფესიულ რინგზე 48-დან 48 მოგება აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"