ფლოიდ მეივეზერი გაგიჟდა

AutoSharing Option
პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ფლოიდ მეივეზერმა უცნაური პერფორმანსი მოაწყო.

მან ჩაწერა ვიდეორგოლი, რომელშიც მანეკენს ელაპარაკება. მანეკენი ფილიპინელი მენი პაკიაოს როლს ასრულებს, ვიდეო კი ეძღვნება აზიელი მოკრივის ტრავმას, რომელიც მან მაისში, ამ მოკრივეებს შორის ორთაბრძოლისას მიიღო.

"მენი, შენ ამბობ, რომ ჩემთან ხელის ტრავმით ჩხუბობდი, ამიტომაც ჩემი მოგება არასამართლიანია?", - ჰკითხა მეივეზერმა მანეკენს და შემდეგ ჩქმეტა დაუწყო მას.

პაკიაოზე გამარჯვების შემდეგ ამერიკელს არ ჰქონია საშუალება, პირადად დალაპარაკებოდა ფილიპინელს.

მენიმ 2 მაისს, ლას ვეგასში ბრძოლის შემდეგ განაცხადა, რომ რინგზე მხრის ტრავმით გავიდა. მენის თქმით,
სწორედ ამ დაზიანებამ შეუშალა ხელი, სრული ძალით ებრძოლა და გამარჯვება მოეპოვებინა მეივეზერის წინააღმდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული