ფლოიდ მეივეზერის ბრძოლა დაინიშნა

AutoSharing Option
გუშინ, ოფიციალურად გამოცხადდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე, ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი კარიერაში თავის ბოლო ბრძოლას 12 სექტემბერს, ლას ვეგასში ჩაატარებს. მისი მეტოქე ასევე ამერიკელი ანდრე ბერტო იქნება. ადრე იტყობინებოდნენ, რომ მოკრივეებმა მომავალი ბრძოლის ყველა დეტალი შეათანხმეს.

"2015 წლის 12 სექტემბერს, რიგით 49-ე გამარჯვება იქნება. გახდით ისტორიის ნაწილი", - დაწერა თავის "ტვიტერზე" მეივეზერმა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის მაისში, მეივეზერი ბრძოლაში გამოიწვია ბრიტანელმა ამირ ხანმა, მაგრამ ფლოიდმა უარყო მისი წინადადება და მეტოქედ ბერტო აირჩია.

ამერიკელმა მაისის დასაწყისში ქულებით დაამარცხა ფილიპინელი მენი პაკიაო და
ეს იყო მისი 48-ე მოგება პროფესიულ რინგზე 48 ბრძოლაში.

ბერტო, რომელსაც სექტემბერში 32 წელს უსრულდება, 33 ბრძოლაში 30 მოგება (23 - ნოკაუტით) და სამი წაგება აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული