ფლოიდ მეივეზერი კლიჩკომ ჩაანაცვლა

AutoSharing Option
სუპერმძიმე კატეგორიაში WBA-ს, WBO-სა, IBF-ის ჩემპიონი, უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკო მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე გახდა ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგში.

მას შემდეგ, რაც სპორტული კარიერა დაასრულა ფლოიდ მეივეზერმა, პორტალმა Boxrec.com-მა განაახლა აღნიშნული რეიტინგი. 39 წლის უკრაინელი, რომელიც კლასიფიკაციის მეორე ნომერი იყო, პირველ პოზიციაზე გადავიდა. ვლადიმირს პროფესიულ რინგზე 64 მოგება (53 - ნოკაუტით) და სამი წაგება აქვს. მისი ბოლო მარცხი 2004 წლით თარიღდება.

შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს, ლას ვეგასში ფლოიდ მეივეზერმა ანდრე ბერტო დაამარცხა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. ეს იყო ამერიკელის 49-ე მოგება პროფესიულ რინგზე.
მეივეზერი ისე წავიდა დიდი კრივიდან, რომ პროფესიულ რინგზე არც ერთი მარცხი არ ჰქონდა.

გთავაზობთ Boxrec.com-ის გაერთიანებული რეიტინგის ტოპ-ხუთეულს:
1. ვლადიმირ კლიჩკო (უკრაინა, მძიმე წონა)
2. გენადი გოლოვკინი (ყაზახეთი, საშუალო წონა)
3. საულ ალვარესი (მექსიკა, საშუალო წონა)
4. სერგეი კოვალიოვი (რუსეთი, ნახევრადმძიმე წონა)
5. მენი პაკიაო (ფილიპინები, ნახევრადსაშუალო წონა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული