"80-90 პროცენტით ჯანმრთელი ვარ. იმედია, ნოემბერს ან დეკემბერს დავიწყებ ვარჯიშს, რაც საშუალებას მომცემს, მორიგი ორთაბრძოლა 2016 წლის დასაწყისში ჩავატარო", - განაცხადა სააგენტო "როიტერთან" კომენტარში პაკიაომ.
ადრე მენიმ განაცხადა, რომ სურვილი აქვს მომდევნო ბრძოლაში რევანში აუღოს ამერიკელ ფლოიდ მეივეზერს, რომელთანაც ამა წლის მაისში ქულებით წააგო. მეორე ვარიანტად ფილიპინელმა ამერიკელ დენი გარსიასთან ჩხუბი დაასახელა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"