მენი პაკიაოს ბოლო ბრძოლა 9 აპრილს გაიმართება

AutoSharing Option
ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ფილიპინელი მენი პაკიაო კარიერაში ბოლო ბრძოლას 2016 წლის 9 აპრილს ჩაატარებს, რის შემდეგაც პოლიტიკურ კარიერაზე გაკეთებს აქცენტს.

"ჩვენ ძალიან სერიოზულად ვილაპარაკეთ. მან მითხრა, რომ მაისის შუაში ფილიპინების სენატში აირჩევენ და ვერ შეძლებს საკრივო კარიერის გაგრძელებას. მენიმ თქმით, ბრძოლა 9 აპრილს უკანასკნელი იქნება მის კარიერაში", - განუცხადა ESPN-ს ფილიპინელის პრომოუტერმა ბობ არუმმა.

ჯერჯერობით უცნობია მენის მეტოქე. განიხილება ამერიკელების - ტერენს კროუფორდისა და ტიმოტი ბრედლის, აგრეთვე ბრიტანელი ამირ ხანის კანდიდატურები.

პაკიაომ პროფესიულ რინგზე 65 ბრძოლა ჩაატარა, 57 მოიგო (38
- ნოკაუტით), ექვსჯერ წააგო და ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული