პაკიაო-ხანი გადაწყდა

AutoSharing Option
გაირკვა ფილიპინელი მენი პაკიაოს ბოლო მეტოქე. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე 2016 წლის 9 აპრილს, ლას ვეგასში ბრიტანელ ამირ ხანს შეხვდება.

ეს ინფორმაცია დაადასტურეს ფილიპინელის პრომოუტერმა ბობ არუმმა და ბრიტანელი მოკრივის მამამ, - წერია გაზეთ The Mirror. აღვნიშნავთ, რომ პაკიაო და ხანი ერთად ვარჯიშობდნენ მწვრთნელ ფრედი როუჩთან და სპარინგ-პარტნიორები იყვნენ.

"კონტრაქტი უკვე მზად არის. ბრძოლა, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება. თარიღი, შესაძლოა, შეიცვალოს, მაგრამ შეხვედრა აუცილებლად აპრილში ჩატარდება", - განაცხადა ამირ ხანის მამამ შაჰ ხანმა.

მენი პაკიაომ მაისში
წააგო ამერიკელ ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლა. ოქტომბერში მისმა პრომოუტერმა ბობ არუმმა გამოაცხადა, რომ მენი 2016 წლის 9 აპრილს ბოლო ბრძოლას ჩაატარებს კარიერაში და ამის შემდეგ, მთლიანად პოლიტიკურ კარიერაზე გადაერთვება.

36 წლის პაკიაომ პროფესიულ რინგზე 57 ბრძოლა მოიგო (38 - ნოკაუტით) და ექვსჯერ დამარცხდა. 28 წლის ამირ ხანის ანგარიშზე 31 მოგება (19 - ნოკაუტით) და სამი წაგება მოდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული