შეგახსენებთ, რომ კოტოს ბრძოლის წინ ჩამოართვეს ჩემპიონის ქამარი იმის გამო, რომ შესაბამისი თანხა არ შეიტანა ტიტულის დასაცავი ბრძოლის ჩასატარებლად. ამიტომაც, პუერტორიკოელის გამარჯვების შემთხვევაში, WBC-ის ტიტული ვაკანტური რჩებოდა.
მაყურებელი ამ ბრძოლაში ნოკაუტს ელოდა, მაგრამ მოკრივეებმა რინგზე 12 რაუნდი დაჰყვეს. ჩხუბის მეორე ნაწილში ახალგაზრდა ალვარესს უფრო მეტი ძალები შერჩა და ამან უპირატესობა მოუტანა. სამივე მსაჯმა აშკარა უპირატესობით გამარჯვება მექსიკელს მისცა
ალვარესი გახდა WBC-ის ვერსიით საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონი. მან ამ ბრძოლისთვის 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, კოტომ - 15 მილიონი.
* * *
სუპერმძიმე წონაში სამი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა ვლადიმიერ კლიჩკომ სპარინგი გამართა თავის უფროს ძმასთან - ვიტალი კლიჩკოსთან. შეგახსენებთ, რომ უმცროსი კლიჩკო ბრიტანელ ტაისონ ფიურისთან საჩემპიონო ბრძოლისთვის ემზადება.
ვიტალი კლიჩკო ბოლოს რინგზე 2012 წელს ავიდა, როცა გერმანელი მანუელ ჩარი დაამარცხა. 2013 წელს, მან WBC-ის ჩემპიონის რანგში დაასრულა კარიერა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"