მენი პაკიაო თავის მომავალ ბრძოლას "მის სამყარო 2015"-ის გამარჯვებულს მიუძღვნის

AutoSharing Option
ფილიპინელი პროფესიონალი მოკრივე მენი პაკიაო მომავალ ბრძოლას კონკურს "მის სამყარო 2015"-ის გამარჯვებულს მიუძღვნის.

პაკიაო სილამაზის კონკურსზე თანამემამულე პია ვურცბახის წარმატებამ აღაფრთოვანა.

"პია ჩვენი ხალხის ტრადიციებს განასახიერებს, რაც მთელ მსოფლიოში პატივისცემასა და აღტაცებას იმსახურებს", - თქვა პაკიაომ და აღნიშნა, რომ ამ გოგონამ კონკურსის გამარჯვებულის გამოცხადებისას, უდიდესი წნეხის დროს სულის სიმტკიცე გამოავლინა.

როგორც ირკვევა, ფლოიდ მეივეზერთან დამარცხებულ პაკიაოს პია ვურცბახმა პირობა მისცა, რომ მის ნაცვლად შურს თავად იძიებდა სილამაზის კონკურსზე. მართლაც, გოგონა ფინალში გავიდა, სადაც ორგანიზატორებს კურიოზი შეემთხვათ - გამარჯვებულად ჯერ კოლუმბიელი
არიადნა გუტიერეს არევალო
გამოაცხადეს, შემდეგ კი შეცდომა გამოასწორეს და ტიტული ფილიპინელს მიანიჭეს.

"ის გამარჯვებას დამპირდა და შეასრულა კიდეც. ეს ყველაფერი ძალას შემმატებს მომავალ ბრძოლაში", - თქვა პაკიაომ.

ფილიპინელმა მოკრივემ პროფესიულ რიგნზე 57 ბრძოლა მოიგო (38 ნოკაუტით), 6 დათმო და 2-ჯერ ფრეს დასჯერდა. მისი მომავალი მეტოქის ვინაობა ოფიციალურად არ გამოცხადებულა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
38 ნოკაუტს + 6 წაგება + 2 ფრე = 57 ბრძოლას!!! რა არა ? ))))) ვენაცვალე თქვენს მათემატიკის მასწავლებელს!!
0
კარგად წაიკითხე, 57 ბრძოლა მოიგო ასე წერია წინადადებაში და ფრჩხილებში 38 ნიშნავს რომ ამ 57-დან 38 აქვს მონაგები ნოკაუტით. რანაირად გამოიტანე დასკვნა რო წინადადებაში თითქოს წერია რომ სულ 57 ბრძოლა ჩაატარა. (ნუ ციფრები არ გადამიმოწმებია რამდენად სწორია).
SL-s
11:42 25-12-2015
0

სიახლეები პოპულარული