მენი პაკიაოს ბოლო ბრძოლა 9 აპრილს გაიმართება?

AutoSharing Option
2016 წლის 9 აპრილს, ლას ვეგასში საინტერესო ორთაბრძოლა დაინიშნა. ერთმანეთს შეხვდებიან 37 წლის ფილიპინელი მენი პაკიაო და 32 წლის ამერიკელი ტიმოტი ბრედლი.

"ხალხმა ამ ბრძოლას მხოლოდ იმიტომ არ უნდა უყუროს, რომ, შესაძლოა, ეს აღმოჩნდეს ბოლო ბრძოლა პაკიაოს კარიერაში. არამედ იმიტომ, რომ ეს იქნება მართლა ძალიან მაგარი დაპირისპირება", - განაცხადა პრომოუტერული კომპანია Top Rank-ის პრეზიდენტმა ბობ არუმმა.

მანვე ისიც დაამატა, რომ ეს ბრძოლა, შესაძლოა, ბოლო არ იყოს პაკიაოს კარიერაში. საქმე ისაა, რომ ფილიპინელი მზად არის გადადოს დიდი სპორტიდან წასვლა, თუ მატჩ-რევანშზე
დაითანხმებს ამერიკელ ფლოიდ მეივეზერს.

აქამდე, პაკიაო და ბრედლი ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. მათი პირველი ბრძოლა 2012 წლის ზაფხულში გაიმართა და დასრულდა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური გადაწყვეტილებით, როცა მსაჯებმა ქულებით გამარჯვება ბრედლის მიანიჭეს.

გარკვეული დროის შემდეგ, WBO-მ თავიდან დათვალა ქულები და გამოაცხადა, რომ გამარჯვებული პაკიაოა, მაგრამ ნევადას შტატის კომისიამ შედეგი ძალაში დატოვა.

მეორე ბრძოლა 2014 წლის აპრილში გაიმართა. პაკიაომ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო და ტიტული დაიბრუნა. ეს წაგება ერთადერთია ბრედლის კარიერაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული