ავთანდილ ხურციძე 17 თებერვალს, ნიუ იორკში ბრძოლას გამართავს

AutoSharing Option
17 თებერვალს, ნიუ იორკში, ლუ დიბელის პრომოუთერული კომპანიის ეგიდით, კრივის შოუ გაიმართება, სადაც  ქართველი პროფესიონალი მოკრივე ავთანდილ ხურციძეც (31-2-2, 20 KO) იბრძოლებს. მისი მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.

36 წლის ხურციძე, მეტსახელად "ტორნადო", 2015 წელს რინგზე ორჯერ გავიდა და ორივეჯერ ვადამდელი გამარჯვება იზეიმა.

ქუთაისელმა მოკრივემ, რომლის კარიერის დიდი ნაწილი უკრაინას უკავშირდება, ამერიკელ ფილიპ მენსონსა და დომინიკელ მელვინ ბეტანკურტს მოუგო, წლის ბოლოს კი კამერუნელ ჰასან ნ'დამი ნ'ჟიკამთან რევანშისთვის ემზადებოდა, თუმცა, საფრანგეთში 21 ნოემბერს დაგეგმილი ბრძოლის ჩატარება ვერ მოხერხდა. ამის მიზეზი პარიზის ტერაქტები
გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული