მათგან ხუთი სპორტსმენი მეოთხედფინალში გავიდა. იქ კი მხოლოდ ლევან გულედანი დამარცხდა ტექნიკური ნოკაუტით თურქ ალი ერენ დემირეზენთან, დანარჩენმა ოთხმა კი ორთაბრძოლები მოიგო (ყველა შეხვედრაში სამივე მსაჯმა უპირატესობა ჩვენებურებს მიანიჭა) და ბრინჯაოს მედლები დაიბევა:
69 კგ. გელა აბაშიძე-ხავიერ კოხლენი (ჰოლანდია) 3:0,
81 კგ. იაგო კიზირია-მიგელ ბორგესი (ბრაზილია) 3:0,
+91 კგ. მიხეილ ბახტიძე-ჯოზეფ ჯოისი (ინგლისი) 3:0.
ახალქალაქელი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორი ოთარ ერანოსიანი ბრინჯაოს არ დასჯერდა: ნახევარფინალში იორდანელ ოდაბა ალ-კასბეჰს სძლია დაძაბულ პაექრობაში - 2:1, გადამწყვეტ პაექრობაში კი ასეთივე ანგარიშით უნგრელ მიკლოშ ვარგას აჯობა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
გელა აბაშიძე, იაგო კიზირია და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი მიხეილ ბახტიძე ნახევარფინალში, შესაბამისად, ბალაშ ბაკშაისთან (უნგრეთი), ალი ახმედოვსა (ყირგიზეთი) და ფილიპ ჰრგოვიჩთან (ხორვატია) დამარცხდნენ და მესამე ადგილებზე გავიდნენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ხელი ჰეყზკვეტ