გრძელმა ენამ მენი პაკიაოს "ნაიკი" დაუკარგა

AutoSharing Option
ცნობილ ფილიპინელ მოკრივეს მენი პაკიაოს ახალი სპონსორი აქვს საძებარი.

მასთან კონტრაქტი გაწყვიტა ამერიკულმა კომპანია Nike-მა, რომელიც აღშფოთებული დარჩა მოკრივის კომენტარით სექსუალურ უმცირესობებზე. შეგახსნებთ, რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ გეები და ლესბოსელები ცხოველებზე უარესები არიან.

გუშინ, Nike-ის პოზიცია დაადასტურა ESPN-ის ჟურნალისტმა დარენ როუველმა, რომელმაც კომპანიის ოფიციალური განცხადება საკუთარ "ტვიტერზე" გამოაქვეყნა:

"პაკიაოს კომენტარები ამაზრზენია. Nike ოპოზიციაშია ყველასთან, ვინც ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ეწევა. ჩვენს კომპანიას ლგბტ-საზოგადოების მხარდაჭერის გრძელი ისტორია აქვს. ჩვენ არანაირი ურთიერთობა აღარ გვაკავშირებს მენი პაკიაოსთან".

თავისი განცხადებიდან მეორე
დღეს, პაკიაომ საკუთარი სიტყვებისთვის ბოდიში მოიხადა. "ვწუხვარ, რომ ვაწყენინე ადამიანებს, როცა ჰომოსექსუალისტები ცხოველებს შევადარე. ბოდიშს ვუხდი ყველას", - განაცხადა ვიდეომიმართვაში მენიმ. მაგრამ ამ სიტყვებს არ უმოქმედია Nike-ის ხელმძღვანელობაზე. ამ კომპანიასთან პაკიაო 2006 წლიდან თანამშრომლობდა.

Nike-მა უკვე ამოიღო გაყიდვიდან პაკიაოს სახელით გამოშვებული ყველა პროდუქცია.
გია თვალაბეიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოკრივე ხარ, რაც ვაჟკაცობასთან ასოცირდება, თუ თქვი და ესე გწამს, მიყევი კაცურად ბოლომდე
llcl
08:34 19-02-2016
0
მთავარია კაცობა არ დაკარგო. "ნაიკი" და "მაიკი" არაა საქმე, გამიგე??
Statiis Avtors -
07:37 19-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული