დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
ბრძოლის დასრულების შემდეგ, გრანდიოზული საღამო მოვაწყვე. ლუქსის დიდი ნომერი მეჭირა, მე და "ნიანგს" მარიხუანა და ალკოჰოლი გვქონდა, შემოგვიერთდნენ გოგონები.

ეს ნორმალური, სწორი, საქმიანი გოგონები იყვნენ, მუშაობდნენ ცხრიდან ხუთამდე, განსხვავებით მეძავებისგან ან მოცეკვავეებისგან. დანიურ სექს-კლუბებში ფართო არჩევანი იყო სექსისთვის, მაგრამ ჩემთვისაც კი ეს ძალიან დიდი სიგიჟე იყო. დანიაში, გერმანიაში, ბალკანურ ქვეყნებში სექსის კონცეპცია მეტად გამომწვევი იყო.

"ნიანგი" სულ გადაირია. თავდაპირველად, სექსი ჰქონდა იქაური პრომოუტერის ქალიშვილთან. შემდეგ ჩემი ლუქსის ტუალეტში გაიყვანა პალესტინელი გოგო. და მე მათ იქ გადავეყარე.

- ეი, მეგობარო! -
მხარზე ხელი დავკარი და გუნდური თამაში დავიწყეთ. როცა ნომერში დავბრუნდით, იქ სხვა გოგონები დაგვხვდნენ და მათთან გავაგრძელეთ სექსი. მე ოთახის ერთ კუთხეში ვიყავი, "ნიანგი" - მეორეში, და მესმოდა ერთ-ერთი როგორ ეუბნებოდა მას: "მიყვარხარ, "ნიანგო!"

- როგორ შეიძლება გიყვარდეს? - დავიყვირე მთელს ოთახში. - მას ხომ სულ ერთი კვირაა იცნობ!

მკაცრი პირადი მცველიც კი გავჟიმე, რომელიც დანიელი პრომოუტერის მიერ დაქირავებულ უსაფრთხოების ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ცოტას ლაპარაკობდა, შეკრული თმები ჰქონდა. ამიტომაც "ნიანგი" გაოცებული დარჩა, როცა ჩემთან ოთახში შემოვიდა და ის გაშილილი თმებით ჩემს საწოლზე დაინახა. საკმაოდ ქალური იყო. მართლა შევუყვარდი. უკან შტატებშიც კი გამაცილა, თუმცა არ გავაგრძელე მასთან ურთიერთობა.

კოპენჰაგენიდან შინ ყველა დაბრუნდა, ჩემსა და "ნიანგის" გარდა: ჩვენ დავრჩით და ორი თვე მთელს ევროპაში ვერთობოდით. რა თქმა უნდა, ამსტერდამში გავემგზავრეთ. მთელი გზა მარიხუანას ვეწეოდით. ძლიერი კაიფის ქვეშ ვიყავი, გარდა ამისა, ბრძოლის ჭრილობები მოშუშებული არ მქონდა, ამიტომაც გოგონებს სასტუმროს დიდ ლუქსში ვიბარებდით და პრაქტიკულად მთელს დროს იქ ვატარებდით.

ამსტერდამიდან ბარსელონაში გავემგზავრეთ. ყველგან ვიყავით. მაგრამ ჩემმა ერთმა მწვრთნელმა "ნიანგი" სატელეფონო ზარებით აიკლო - დაბრუნების დრო იყო, ამიტომაც, უკან გავემგზავრეთ.

ცოტათი ნიუ იორკში გავერთე, შემდეგ "ნიანგთან" ერთად ბრაუნსვილში წავედი - ჩემი ძველი რაიონის მოსანახულებლად. "ნიანგი" ჩემი ერთ-ერთი "როლს როისის" საჭესთან იჯდა. შუაღამე იყო და ქუჩის კუთხეში გავჩერდით. მანქანას ასამდე ბიჭი შემოეხვია და სულ დავიკარგეთ ამ ბრბოში.

უხაროდათ ჩემი ნახვა. მათ ცოტაოდენი ფული დავურიგე. იმ ღამით ჯეკთან დავრჩი, "ნიანგი" კი სასტუმროში გავუშვი. დილით გავიღვიძე, ფანჯარაში გავიხედე და ოცდაათამდე ბიჭი დავინახე, რომლებიც ჩემი მანქანის გარშემო იდგნენ და იქ მძინარე "ნიანგს" უყურებდნენ.

- სასტუმროში რატომ არ წახვედი? - ვკითხე მას.
- მეგობარო, უბრალოდ მანქანაში ძილი მომინდა, - მიპასუხა მან. მაგრამ მოგვიანებით გავიგე, რომ ის ამ რაიონის სასტუმროებს ვერ იტანდა.

შელი ფინკელთან (ამერიკელი მენეჯერი და პრომოუტერი კრივისა და მუსიკის სფეროში) მძიმე წონაში მორიგი საჩემპიონო ბრძოლისთვის მოლაპარაკებების მოლოდინში, "გასახურებელი" ბრძოლა ჩავატარე.

16 დეკემბერს, ღამით ბრუკლინში "შუგარ ჰილ დისკოს" კლუბს ვსტუმრობდი. ჩემს ბავშვობის მეგობართან დეივ მელოუნთან და რამდენიმე გოგოსთან ერთად ვერთობოდი. სწორედ ამ დროს, მაღალი, დაკუნთული ბიჭი მოგვიახლოვდა. ძვირფასი ქურქი ეცვა და მოდური შლიაპა ეხურა. გავიფიქრე, რომ განგსტერი იყო.

- მაიკ, ჩემთან ერთად დალიე! არ ამოგივიდა ყელში პატარა ადამიანებთან ერთად ყოფნა? - შემომთავაზა მან.

მის მიმართ პატივისცემა გამოვიჩინე, რამდენიმე ჭიქა შამპანური დავლიე და მარიხუანა მოვწიე. მითხრა, რომ მიტჩელ როუზი ჰქვია და ის არის პირველი, ვინც "ბატერბინი" (ერიკ სკოტ ეშის - ამერიკელი მძიმეწონოსანი მოკრივისა და კიკბოქსინგის მებრძოლის მეტსახელი) სცემა.

- მაიკ, მე და შენ ერთმანეთში რომ გვეჩხუბა, შენ შეუტევდი, მე კი კონტრშეტევაში ვიქნებოდი, - დაიწყო ტრაბახი.
- ძმაო, კიდევ ერთხელ ხომ არ გაიმეორებ? - ვთხოვე მე. - მომეჩვენა, რომ რაღაც თქვი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული.

- მე და შენ რომ ერთმანეთში გვეჩხუბა, შენ შეტევაში იქნებოდი, მე კი დარტყმებს ავიცილებდი თავიდან და კონტრშეტევას დავიწყებდი, - გაიმეორა და ნაფაზი დაარტყა.
- მომეცი ჩემი მოსაწევი, - ვთხოვე მე.

გადმომცა მარიხუანას სიგარეტი და იქამდე, სანამ მოვწევდი, ის ბოლო მოვაგლიჯე, რომელსაც მისი ბაგეები ეხებოდა. შემდეგ ვთხოვე:

- ჩემი შამპანური მომაწოდე.

ჭიქა გადმომცა. მე ის იატაკზე დავანარცხე და კბილებიდან გამოვცერი:

- დაახვიე აქედან, ზანგო!

წამოვხტი და პირდაპირ კლუბში დავაპირე მასთან ჩხუბი, მაგრამ დევიდმა სიტუაცია განმუხტა. ბოლოს და ბოლოს, მიტჩელი წავიდა.

გარკვეული დროის შემდეგ, მე, დევიდმა და ოთხმა გოგომ კლუბი დავტოვეთ. პირდაპირ იქ, ტროტუარზე მიტჩელ როუზი გველოდა.

- ეი, მაიკ, წადი სახლში ამ სულელებთან ერთად, - თქვა მან და გოგონებზე მიუთითა.

მაშ ასე! კორპუსში პირდაპირი დარტყა შევასრულე და ქურქი გასძვრა. ძლიერ დარტყმების ვასრულებდი მარცხენათი და მარჯვენათი, მაგრამ მთვრალი ვიყავი და ჩემს დარტყმებს იცილებდა. მაშინ მისი ბეწვის ქურქი ავიღე, შარვალი ჩავიძვრე და უკანალი გავიწმინდე. იმ დროისთვის მზე უკვე ამოსული იყო.

ბევრი ადამიანი სამუშაოზე მიდიოდა, ქუჩაში ავტობუსები დადიოდნენ, მთელი კლუბი ტროტუარზე გამოვიდა - და ყველა უყურებდა, როგორ ვიწმენდი უკანალს მისი ქურქით. ღმერთო ჩემო! ეს რომ დღეს მომხდარიყო, როცა ყველას ტელეფონებში ვიდეოკამერები აქვს?!

მხოლოდ მე შემეძლო ასე სულელად გამომეყვანა საკუთარი თავი. ამ მხრივ, ძალიან ვგავდი დედაჩემს. როცა გაბრაზებული იყო, შეეძლო ყველაფერი დაემტვრია, ყველასთვის ეყვირა. შემდეგ კი ორივენი ვნანობდით ჩადენილს.

ოთხი თვის შემდეგ, როუზმა ჩემს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და 66 მილიონი დოლარი მოითხოვა. მას კომპენსაცია სურდა თავდასხმის მცდელობისა და ქურქის დაზიანების გამო. ასევე ითხოვდა 50 მილიონს მორალური ზარალის ასანაზღაურებლად.

ეს ბიჭი დღემდე არ მასვენებს, ცდილობს, ჩემს ხარჯზე მოიპოვოს პოპულარობა. მან რაღაც ბროშურებიც კი დაბეჭდა წარწერით: "მაიკ ტაისონი მამაჩემის მოკვლას ცდილობდა".

(გაგრძელება იქნება)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული