დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
როგორც კი ბრძოლა დასრულდა, სრული უფლება მქონდა ჩემს ცოდვილ ცხოვრებას დავბრუნებოდი. გავიცანი მომხიბვლელი დომინიკელი გოგონა, სახელად ლუზი. ის ჩემი და ლუისის ბრძოლაზე სხვა ბიჭებთან ერთად მოვიდა. და ჩვენ ერთად ცხოვრება დავიწყეთ.

ის ნიუ იორკში, აღმოსავლეთ ჰარლემში ცხოვრობდა და იმ შემოდგომაზე, მასთან გადავედი. ძველ გარემოში აღმოვჩნდი: მიტოვებული შენობები, ქუჩაში ნარკომანები, ბიჭები ზედმეტი დოზით, ზანგები ლუდის ბოთლებით ხელში, რომლებიც ერთმანეთს ესვრიან... ბოდიში, მაგრამ ეს სწორედ ჩემი სტიქიაა.

არაფერი ცუდი არ იყო იმაში, რომ ისევ ჩემს სტიქიაში ვიყავი. მაგრამ, რადგან იქ აღმოვჩნდი, ჩემი
გრძნობები გამძაფრდა. ისევ გიჟს დავემსგავსე, მუდმივად საფრთხის მოლოდინში, მუდმივად ხიფათს ვგრძნობდი. აღმოსავლეთ ჰარლემში გადასვლის შემდეგ, ისევ გავხდი მაიკი ბრაუნსვილიდან. იქაურები მაჭმევდნენ. უფასოდ ვიღებდი ნარკოტიკს. ნარკომანების კომპანიაში დროის გატარება დავიწყე.

იქ როგორ აღმოვჩნდი? თავდაპირველად, ერთ ნაბიჭვარს მივესალმე: "ხუთი მომეცი!" შემდეგ უფლება მივეცი ჩემთან ფოტო გადაეღო. ბოლოს მათ შეკრებაზე აღმოვჩნდი, სადაც შიშველი ქალები კოკაინის დოზებს აფასოებდნენ. როგორ მოხვდი იქ? მე კოკაინს ვყნოსავდი, ეს ადამიანი კი მეუბნებოდა:

"არა, ეს ნაგავი მხოლოდ სულელი ზანგებისთვისაა. აი ეს კი სამედიცინო კრისტალური კოკაინია. ეს უნდა გასინჯო, მამიკო!"

გავსინჯე ეს ნეხვი და, ჯანდაბა, თვალთ დამიბნელდა.

შემდეგ, იქვე კუთხეში რესტორანში წავედი და მათ უფასოდ მაჭამეს. ბრინჯი და ხორცი გავსინჯე, ასევე ალკოჰოლით გამიმასპინძლდნენ, არადა, ადრე დილა იყო. გამოჩდნენ ჩემი მეგობარი განგსტერები. მათ ჩემი მონახულება უნდოდათ. "როლს როისებით" და სხვა ძვირფასი მანქანებით იყვნენ.

- შენი დედაც, ამ ძუკნებთან რას აკეთებ? - მკითხა ერთ-ერთმა. - ჩემს სახლში გადმოდი.
- არა, აქ კარგად ვარ, ზანგო, - ვუპასუხე მე. - ეს ჩემი ქალია. აქ მომწონს.

- მაიკ, ამ ზანგებთან ფრთხილად უნდა იყო, - გამაფრთხილა მან.
- არა, მეგობარო, კარგი ადამიანები არიან, - ვუთხარი მე.

ამ ადამიანებთან ვატარებდი დროს და გულის სიღრმეში მესმოდა, რომ იმ მომენტში მათი ნაწილი ვიყავი. სწორედ ასე ვგრძნობდი საკუთარ თავს. იმიტომ, რომ გეტოში ყველაფერი სხვანაირადაა: აქ შეეძლოთ უფასოდ დავეპურებინეთ, მოეცათ ნარკოტიკი, ეზრუნათ ჩემზე. და თუ რამე შემემთხვეოდა, მე აქ, ამ ადამიანებთან მოვდიოდი. მე მქონდა ბევრი ნაკლი, მაგრამ ჩემს რაიონში ესმოდათ ჩემი მდგომარეობა.

იმ პერიოდში. ერთდროულად 20 გოგოსთან მქონდა ურთიერთობა. ხანდახან, მათი გზები იკვეთებოდა და მაშინ, საკუთარ თავზე ვიღებდი დარტყმას. ვიღაც, ვისაც ვხვდებოდი, იგებდა, რომ კიდევ ვიღაცას ვხვდებოდი და ა. შ.. ჭკუიდან შეშლილი უნდა იყო, რომ მაიკ ტაისონზე ხელი ასწიო, მაგრამ, როცა ბრაზდებოდნენ, ყველაფერი ფეხებზე ეკიდათ. ისინი მირტყამდნენ, სახეს მიკაწრავდნენ. შემდეგ, როცა ყველაფერი უკან რჩებოდა და სიტუაცია მშვიდდებოდა, მორიგ გოგოსთან ვაბამდი ურთიერთობას და ისინი ისევ აგრესიულები ხდებოდნენ. და ყველაფერი თავიდან იწყებოდა...

2003 წლის 13 იანვარს ჩემი განქორწინება დასრულდა. მონიკამ მიიღო სახლი კონეკტიკუტში და 6.5 მილიონი დოლარი ჩემი მომავალი შემოსავლიდან. პერსპექტივაში, მას უნდა მიეღო უფლება ლას ვეგასის სახლზეც.

მართალია, კრივისკენ გული აღარ მიმიწევდა, მაგრამ საარსებო წყარო საჭირო იყო. შელის დავავალე 22 თებერვლისთვის კლიფორდ ეტიენთან ბრძოლა მოეწყო. ბრძოლამდე ერთი კვირით ადრე, ტატუს გასაკეთებლად წავედი, რამაც, შემდეგ, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

სახის მოსახატად მივმართე ტატუს ცნობილ ოსტატს ვიქტორ უიტმილს, რომელსაც ჰქონდა ფსევდონიმი "პარადოქსი". ვერ ვიტანდი საკუთარ სახეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, და მინდოდა მისი კიდევ უფრო დამახინჯება. უიტმილს შევთავაზე - მთელს სახეზე მინიატურული გულები დაეხატა. ეს არ ყოფილა ხერხი იმისთვის, რომ ქალებისთვის კიდევ უფრო მიმხიბვლელი გავმხდარიყავი.

უბრალოდ, საკუთარი სახის დამალვა მინდოდა. მაგრამ ვიქტორმა უარი თქვა ამაზე. მან მითხრა, რომ სავსებით ნორმალური სახე მქონდა. სანაცვლოდ, შემომთავაზა მაორის ტომების ეთნიკური სურათი, და დავპირდი, რომ ვიფიქრებდი ამაზე. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი სახეზე ტატუს იდეაზე, რომელსაც მეომრები მტრის შესაშინებლად იყენებდნენ, მით უფრო მომწონდა ის. ამიტომაც დავთანხმდი.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
კი, ნაგდად გამორჩენილია ლუისთან ბრძოლა და ჩაამატეთ რა
mamuka
20:22 31-03-2016
0
ლუისთან ბრძოლის ნაწილი გამოტოვებულია და ჩაამატეთ რა
David
23:23 31-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული