ბაქოს სალიცენზიო ტურნირი კრივში: ოთხეული საგზურის შანსს ინარჩუნებს

AutoSharing Option
ფოტოზე: ოთარ ერანოსიანი
აზერბაიჯანის დედაქალაქში გრძელდება მოკრივეთა ბოლო სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 105 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძვიან რიოს საგზურებისთვის.

შეჯიბრებაში საქართველოს ექვსი წარმომადგენელიც (მთავარი მწვრთნელი დავით წიკლაური) ჩაება. პირველ წრეში ორი მათგანი გამოეთიშა ასპარეზობას: 56 კილოში მერაბ თურქაძე ჯაფარ ალ-სუდანთან (ერაყი) დამარცხდა, ხოლო 69 კილოში გელა აბაშიძემ სულეიმან სისოკოსთან (საფრანგეთი) წააგო.

სამაგიეროდ, ოთხი ჩვენებური განაგრძობს წინსვლას. განსაკუთრებით ლაშა გურულის წარმატება გვინდა აღვნიშნოთ: პირველ წრეში მან ედუარდო სანჩეს რამირესი (კოსტა-რიკა) დაამარცხა, 19 ივნისს კი სლოვენიელ ედინ სეიდინოვიჩს აჯობა, რომელიც სტარტზე ისვენებდა. მესამე
წრეში გურული 21 ივნისს პეტ მაკოლმაკს (დიდი ბრიტანეთი) შეხვდება. ამ უკანასკნელმა ყატარელი ტარუმალინგანი ჩამოიშორა გზიდან.

75 კილოში ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორმა ზაალ კვაჭატაძემ სტარტზე იოზეფ ჯუდი (ჰაიტი) დაჯაბნა. 20 ივნისს კი იგი დანიელ ზან დასკალოს (ისრაელი) დაუპირისპირდება.

ევროპის ორგზის ვერცხლის მედალოსანმა ოთარ ერანოსიანმა (60 კგ) მეთექვსმეტედფინალში წარმატების იოტისოდენი შანსიც კი არ დაუტოვა ჩად მილნესს (ახალი ზელანდია) - 3:0 დაამარცხა. 21-ში მისი მეტოქე ყატარელი ჰაკან ერსეკერი იქნება.

21 ივნისს მეორედ გავა ბაქოს რინგზე იაგო კიზირია (81 კგ), რომელმაც გუშინ მატეუშ სტრნიშკოს (სლოვაკეთი) სძლია. ჩვენებურს მასპინძელ ევროპის ჩემპიონთან, ოლიმპიური თამაშების პრიზიორ და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტ ტეიმურ მამადოვთან მოუწევს ბრძოლა, რომელმაც გუშინ ში გუოძუნი (ჩიენთი) დატოვა უსაგზუროდ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიდიტბიჯებო
temo
11:47 20-06-2016
0
vazasaqartvelos
temo
12:00 20-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული