ბაქოს სალიცენზიო ტურნირი კრივში: ოთხეული მეოთხედფინალისთვის

AutoSharing Option
ფოტოზე: ზაალ კვაჭატაძე (მარჯვნივ)
საქართველოს ოთხი წარმომადგენელი შემორჩა ბაქოში მოკრივეთა ბოლო სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირს, რომელშიც 105 ქვეყნის სპორტსმენები ეცილებიან ერთმანეთს რიოს საგზურებს.

20 ივნისს წარმატებით იასპარეზა 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორმა ზაალ კვაჭატაძემ, რომელმაც დანიელ ზან დასკალოს (ისრაელი) წარმატების იოტისოდენი შანსიც არ დაუტოვა. ქართველი მოკრივე დღეს მეოთხედფინალში გასასვლელად ინდოელ კრიშან ვიკასთან გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა იაპონელი მაკატო ტაკანაში ჩამოიშორა გზიდან.

დღესვე ბაქოს რინგზე კიდევ სამი სპორტსმენი მოსინჯავს ძალებს: 64 კილოში ლაშა გურულმა პირველ წრეში ედუარდო სანჩეს რამირესი (კოსტა-რიკა)
დაამარცხა, მერე სლოვენიელ ედინ სეიდინოვიჩს აჯობა, დღეს მესამე წრეში პეტ მაკოლმაკს (დიდი ბრიტანეთი) შეხვდება.

ევროპის ორგზის ვერცხლისმედალოსანმა ოთარ ერანოსიანმა (60 კგ) მეთექვსმეტედფინალში ჩად მილნესი (ახალი ზელანდია) ჩამოიშორა გზიდან. დღეს იგი ყატარელ ჰაკან ერსეკერს გაუწევს მეტოქეობას, ხოლო იაგო კიზირია (81 კგ) მასპინძელ ევროპის ჩემპიონს, ოლიმპიური თამაშების პრიზიორსა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტ ტეიმურ მამადოვს დაუპირისპირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
იაგო კიზირია მაგარი მოკრივეა და ყმაგრესი ადამიანი
მიაზეკი იაგო
კობა
14:03 13-11-2016
0
მიდი ზაალ მაგარი ხარ წარმატებები
temo
10:32 21-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული