ორი წრის შემდეგ ოთხი ჩვენებური განაგრძობდა საგზურებისთვის ბრძოლას. საგულისხმოა, რომ წონების მიხედვით, ნახევარფინალში გასულნი რიოში გამგზავრების უფლებას მოიპოვებდნენ; ასევე, ის მოკრივეები, რომლებიც მეოთხედფინალში ტურნირის გამარჯვებულთან დამარცხდებოდნენ.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ორგზის ვერცხლისმედალოსანი ოთარ ერანოსიანი მერვედფინალში ყატარელ ჰაკან ერსეკერს შეხვდა. ტაბლოზე აშკარად ჩანდა, რომ ოთარმა ეს ორთაბრძოლა მოიგო, მაგრამ, არბიტრთა ჩანაწერების მიუხედავად, მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, გამარჯვების ნიშნად ხელი ერანოსიანის მეტოქეს აუწიეს.
მოგვიანებით დადებული პაექრობის ოფიციალური ოქმის მიხედვით,
64 კილოში ლაშა გურულმა აშკარად წააგო პეტ მაკოლმაკთან (დიდი ბრიტანეთი), ხოლო ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი ზაალ კვაჭატაძე (75 კგ) ვერაფერს გახდა ინდოელ კრიშან ვიკასთან.
ყველაზე ძლიერი მეტოქე იაგო კიზირიას (81 კგ) ჰყავდა - მასპინძელთა ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი ტეიმურ მამადოვი. ქართველმა მოკრივემ თანაბარი ორთაბრძოლა გაუმართა მოწინააღმდეგეს. პუერტორიკოელმა არბიტრმა ხოსე ბონეტიმ უპირატესობა კიზირიას მიანიჭა, მაგრამ კუბელი ხოსე დელ პუერტო და ფრანგი ფათჰი მადფუა მამადოვის მხარეს აღმოჩნდნენ და ბოლო იმედიც ხელიდან გამოგვეცალა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"