"სასჯელის უმაღლესი ზომა უნდა ასრულდეს ჩამოხრჩობით. გარდა ამისა, კანონმა უნდა უზრუნველყოს, რომ ექიმები არ მონაწილეობდნენ ადამიანების მკვლელობაში", - განაცხადა პაკიაომ.
ყოფილმა ჩემპიონმა დაამატა, რომ სიკვდილით დასჯა უნდა გამოიყენებოდეს გაუპატიურების, მკვლელობის, ნარკოტიკებით ვაჭრობის, ადამიანების გატაცების და ლეტალური შედეგით დასრულებული ქურდობის შემთხვევებში.
შეგახსენებთ, 2016 წლის მაისში პაკიაომ გამოაცხადა, რომ პოლიტიკოსის კარიერაზე აპირებს აქცენტის გაკეთებას. 12 მაისს, ის ფილიპინების სენატში აირჩიეს და ამ რანგის 24 ჩინოვნიკიდან ერთ-ერთი გახლავთ ქვეყანაში.