მიზეზის ოფიციალური ფორმულირება ასეთია - "ბრძოლისთვის არაშესაფერისი სამედიცინო მაჩვენებლები". ფიურის წარმომადგენლებმა დეტალების გამომზეურებისგან თავი შეიკავეს, მხოლოდ განაცხადეს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ძალიან სერიოზულია და ბრძოლის გამართვა არ შეიძლება.
"ტაისონი დაუყოვნებლივ შეუდგება მკურნალობას, რათა სრულად გამოჯანმრთელდეს", - განაცხადა ფიურის გუნდის ერთ-ერთმა წევრმა.
ბრიტანელსა და უკრაინელს შორის მატჩ-რევანში 9 ივლისს, მანჩესტერში უნდა გამართულიყო, მაგრამ ბრძოლა 29 ოქტომბრისთვის გადაიდო. მაშინ ოფიციალურ მიზეზად ფიურის კოჭის
ფიურის უარს უკვე გამოეხმაურა კლიჩკის ერთ-ერთი მწვრთნელი ჯეიმს ალი ბაშირი. მან მოუწოდა მსოფლიოს საკრივო ასოციაციას (WBA) და მსოფლიოს საკრივო ორგანიზაციას (WBO) ჩამოართვან ბრიტანელს საჩემპიონო ტიტულები.
"ვფიქრობ, ამ ორგანიზაციებმა უნდა ჩამოართვან ფიურის საჩემპიონო ქამრები, რადგან მას არ შეუძლია ტიტულების დაცვა. შეიძლება გავიგო ბრძოლის ერთხელ გადატანა, მაგრამ მეორედ ეს დაუშვებელია. ვლადიმირი 40 წლისაა და მისთვის ყოველი დღე მნიშვნელოვანია. ფიურიმ ან უნდა დაიცვას ტიტულები ან მათ გარეშე დარჩეს", - განაცხადა ბაშირმა.
ფიურიმ 2015 წლის 28 ნოემბერს, დიუსელდორფში დაამარცხა კლიჩკო და ჩამოართვა მას სუპერმძიმე წონაში IBF-ის, WBO-სა და WBA-ის ტიტულები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"