ჰოლიფილდი, ბარერა და ტაპია დააფასეს

AutoSharing Option
კრივის დიდების დარბაზის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაცხადა, რომ კიდევ სამი ლეგენდარული მოკრივე გახდება დიდების დარბაზის წევრი. 2017 წელს, ლეგენდების გვერდით დაიკავებენ ადგილს ევანდერ ჰოლიფილდი, მარკო ანტონიო ბარერა და ჯონი ტაპია (სიკვდილის შემდეგ).

54 წლის ამერიკელი ჰოლიფილდი მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი იყო მძიმე და სუპერმძიმე წონით კატეგორიაში. მექსიკელი ბარერა ბევრისთვის საყვარელი მოკრივე გახლდათ თავისი შემტევი და გახსნილი სტილის გამო. მის აქტივშია დაუმარცხებელი ჰასიმ ჰამედის ძლევა, აგრეთვე, ლეგენდარული ბრძოლები ისეთ მონსტრებთან, როგორებიც იყვნენ - მენი პაკიაო, ხუან მანუელ მარკესი, ერიკ მორალესი...

აწ გარდაცვლილი ჯონი
პატია სამ წონით კატეგორიაში იყო მსოფლიოს ჩემპიონი. ის 2012 წელს, საკუთარ სახლში მკვდარი იპოვნეს. პოლიციამ გამორიცხა მკვლელობის ვერსია.

დავამატებთ, რომ დიდების დარბაზში ახალი წევრების შეყვანის ოფიციალური ცერემონია 11 ივნისს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული