ნიკოლოზ ღვინიაშვილმა ჩენ ვუს წარბი გაუხეთქა და WBC-ის ვერცხლის ქამარი მოიპოვა

AutoSharing Option
ჩინეთის ქალაქ ვუქსიში, რომელიც შანხაისთან ახლოს მდებარეობს, 69,9 კილოგრამ წონით კატეგორიაში პროფესიონალ მოკრივეთა 12-რაუნდიანი სატიტულო ბრძოლა გაიმართა WBC silver international-ის ქამრისთვის, ქართველ ნიკოლოზ ღვინიაშვილსა და მასპინძელ ჩენ ვუს შორის.

ღვინიაშვილი 27 წლისაა. პროფესიულ რინგზე ჩატარებული 31 ორთაბრძოლიდან 18 მოიგო (მათ შორის - 14 ნოკაუტით), 9 წააგო და 4 ფრედ დაასრულა. საქართველოს რეიტინგით, მის წონაში 13 ქულით მე-3 ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ ვუქსიში გამართულ ორთაბრძოლას ესწრებოდნენ კრივის ლეგენდები - მაიკ ტაისონი და ევანდერ ჰოლიფილდი, რომლებმაც ორთაბრძოლის გახსნის საზეიმო ცერემონიალშიც მიიღეს მონაწილეობა და
ასპარეზობის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართეს.

ორთაბრძოლა ღვინიაშვილის უპირატესობით წარიმართა. მე-6 რაუნდში ნიკოლოზმა სუს მარჯვენა თვალის არეში ძლიერი დარტყმით წარბი გაუხეთქა. ჭრილობა ღრმა აღმოჩნდა და ჩინელს სისხლდენა ვერ შეუჩერეს. შესაბამისად, მე-9 რაუნდის დასაწყისში სუმ ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო და ჩემპიონის ტიტული და ქამარი ტექნიკური ნოკაუტით ქართველმა მოიგო.

WBC კატეგორიის ქამარი სამშობლოში ჯერ არც ერთ ქართველს არ ჩამოუტანია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინ ჩამოიტანა საქართველოში პირველად WBC - ს ვერცხლის ქამარი?
ნიკოლოზ ღვინიაშვილმა - WBC silver international - ვერცხლის - ვიცე რეგიონალური - ანუ ვიცე ინტერნაციონალური ჩემპიონის ქამარი თუ ...? კითხვაზე გიპასუხებთ!
WBC Silver middleweight title - ტიტული და ვერცხლის მსოფლიოს ვიცე ჩემპიონის სრულფასიანი ქამარი პირველად ქართული კრივის ისტორიაში 2011 წლის 18 დეკემბერს მოიპოვა ავთანდილ ხურციძემ !!!
ვიდეოზე,ფოტოებზე, ვიზუალურად შეადარეთ ერთმანეთს WBC - ს ვერცხლის სრულფასიანი და ინტერნაციონალური ქამრები და დარწმუნდებით,რომ ფორმით უფრო დიდი,მძიმე,ხარისხით უფრო მნიშვნელოვანი, იგივე როგორც WBC - ს მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მთავარი ქამარი არის მხოლოდ ავთანდილ ხურციძის ვერცხლის ქამარი !!!
Avtandil Khurtsidze - 72,574 kg. Middleweight - Kutaisi, Georgia.
Бой за титул серебряного чемпиона WBC, который состоялся 18 декабря 2011 на арене Дворца спорта "Юность" в Запорожье.

სერგო დავლიანიძე
17:52 12-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული