ამიერიდან, ეთიოპიაში დოპინგზე ციხეა

AutoSharing Option
ეთიოპიელი სტაიერი გირმაია ბირაჰუნა მინიმუმ სამ წელს გაატარებს ციხეში აკრძალული პრეპარატის - მელდონიუმის გამოყენებისთვის. ამის შესახებ ბრიტანულ პრესას შეატყობინა ეთიოპიის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ჰაილე გებრესელასიემ.

"მომავალ თვეში, პირველად ეთიოპიის ისტორიაში, მძლეოსანი მოხვდება ციხეში აკრძალული პრეპარატის გამო. მის გამო მეშინია და ძალიან ვნაღლობ. მინიმუმ სამი წელი - ძალიან მკაცრი სასჯელია. ბევრი მე მადანაშაულებს, მაგრამ კანონი მთავრობამ მიიღო", - განაცხადა გებრესელასიემ.

22 წლის მძლეოსნის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი არასაშეჯიბრო პერიოდში აღმოაჩინეს.

გასული წლის ნოემბერში, ეთიოპიაში მიიღეს კანონი, რომელიც სპორტსმენებისთვის სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას
ითვალისწინებს დოპინგის მიღების გამო.

***
პრესამ შეიტყო საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ - არ დაუშვას რუსეთი მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატში მონაწილეობაზე. ამაზე წერს ბრიტანული გაზეთი "ტელეგრაფი".

გამოცემის ინფორმაციით, პარალიმპიური კომიტეტი ძალაში ტოვებს რუსი პარალიმპიელების დისკვალიფიკაციას, რომლის მიხედვითაც, მათ მონაწილეობა ვერ მიიღეს შარშან, რიოს პარალიმპიურ თამაშებში. ასევე სანქცია გაუგრძელა რუს სპორტსმენებს მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ.

მსოფლიოს ჩემპიონატი 14-17 ივლისს ლონდონში გაიმართება.

***
გერმანული ტელეკომპანია ZDF-ის ჟურნალისტისთვის ნილს კაბენისთვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ქალაქ ტიუმენს ჩამოართვეს ბიატლონში მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება.

რეპორტიორი არ ხსნის ამგვარი გადაწყვეტილებების მიზეზებს, თუმცა ცხადია, რომ რუსული მხარე ცნობილი დოპინგ-სკანდალის გამო დაისაჯა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული